გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: გუნდმა BBC-ის თავის დროზე გასცა დეტალური პასუხი, კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს, BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ" ტელევიზიამ

2-12-2025

გუნდმა BBC-ის თავის დროზე გასცა დეტალური პასუხი, თუმცა საერთოდ არ გამოიყენეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და ყველაფერი ადასტურებს, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ" ტელევიზიამ.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი გაგიზიარებთ ინფორმაციას კვლევასთან დაკავშირებით და ამით დადასტურებდა, რომ რაც გაავრცელა BBC-მ, ეს იყო სრული სიყალბე. BBC-ის სიყალბეზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.


ყველაფერზე გიპასუხეთ. რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ამაზე გიპასუხებთ შინაგან საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება ნივთიერება „კამიტს", საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე, დანარჩენზე დეტალურად გაცნობებთ შინაგან საქმეთა მინისტრი. გუნდმა BBC-ის თავის დროზე გასცა დეტალური პასუხი, თუმცა საერთოდ არ გამოიყენეს. კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ BBC-ის ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც „ფეიკ" ტელევიზიამ", - განაცხადა პრემიერმა.