გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

2-12-2025

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის მის წინააღმდეგ.


„ის ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სანქციები არ არის საინტერესო, თქვენ ცდილობთ, რომ ხელოვნურად წამოწიოთ ეს თემა,"- აღნიშნა პრემიერმა.