გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა

2-12-2025

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, გიგა ძნელაძე და ამირან გულუაშვილი ესწრებოდნენ.


თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.


გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად კახეთის საოლქო პროკურატურის ახლად რეაბილიტირებული შენობა და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო დაათვალიერა. გაეცნო სამუშაო პირობებს და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას.


საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.