გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იმერეთის პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

3-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში, ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შსს იუწყება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი.

„ისინი „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან წინასწარი შეთანხმებით ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.