გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვანის რეაბილიტირებული მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტების იქნება

13-12-2017

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია გრძელდება.  პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი შენობის  მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. 

მუზეუმის მშენებლობის პარალელურად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, განახლდა ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს.

 პროექტის ჯამური ღირებულება 14, 5 მლნ ლარია. 

წყარო: newpress