გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

The New York Times: ტრამპი „ამერიკის ხმის“ საზღვარგარეთულ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს

4-12-2025

„დონალდ ტრამპი „ამერიკის ხმის“ უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს“, - ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება.


გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ კანონმდებლებს „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის შესაძლებლობების შეზღუდვის გეგმების შესახებ აცნობა.


მიუხედავად სასამართლოს ბრძანებისა, რომელიც ფედერალურად დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციის სრული ფუნქციონირების შენარჩუნებას ითვალისწინებს, რომელიც „შეზღუდული პრესის თავისუფლების“ მქონე ქვეყნებს დამოუკიდებელ რეპორტაჟებს სთავაზობს.


როგორც „ამერიკის ხმის“ დირექტორმა კარი ლეიკმა, 25 ნოემბერს კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, ექვსი საზღვარგარეთული ბიურო და ოთხი მარკეტინგული ოფისი დაიხურება, მათ შორის, ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში, პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში, კენიის ქალაქ ნაირობიში და ჩეხეთის ქალაქ პრაღაში. ეს გეგმები ადმინისტრაციის მიერ ფედერალურად დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციების საზღვარგარეთ შეზღუდვის კამპანიის ნაწილია.