გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

4-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 6 564 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.


მოპოვებითი სამუშაოების დროს, სამართალდამრღვევმა ასევე მოჭრა 7 ძირი მუხის სახეობის ხე, 3 ათას კუბურ მეტრამდე მოცულობის გამოუსადეგარი ქვა კი, მიწის ნაყოფიერ ფენაზე დაყარა.


სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა დაახლოებით 60 ათასი ლარია.


ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.