გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

4-12-2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.


თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. მოზარდების უმეტესობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.