გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

4-12-2025

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.


სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.