გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება

5-12-2025

საქართველო - რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც დიდი როლი ითამაშა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ. თუმცა, მისი ინფორმაციით, სანამ აღნიშნულ პროექტს საერთო ინტერსების პროექტების ნუსხაში შეიტანდნენ, დეტალურად შეისწავლეს ტექნიკურ - ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია.


როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროცესი - საუბარია გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებზე, რისთვისაც შავი ზღვის აკვატორიაში სპეციალური გემები უნდა შემოვიდნენ.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა ლიცენზიების ძალიან შეღავათიანი პირობებით აღებას და პროექტის სწრაფად განვითარებას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს პროექტით ინვესტორების დაინტერესებას.


„აღნიშნული პროექტი გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც 3,5 მილიარდ ევროს ტოლფასია. შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება მერყეობს 30 - დან 50 პროცენტამდე. ხანდახან 75 პროცენტის ოდენობითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. ძალიან სერიოზული ევროპელი და აზიელი ინვესტორები უკვე მოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი აქვთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.