გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

5-12-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „ველის" კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას, (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.


ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.


სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე 1️5-01. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები.