გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე: პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას

5-12-2025

არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს შეეხებოდა.


მისივე თქმით, კანონპროექტს აქვს პრევენციული მიზანი.


„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება. ამის მექანიზმები არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და ზოგადად, კანონმდებლობაში. ჩვენთვის მთავარი არის რა, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას. ეს არის, სწორედ, პრევენციული მიზანი, რომელიც არის ჩადებული ახალ კანონპროექტში,"- განაცხადა პრემიერმა.