გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Reuters: ვაშინგტონს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ ნატოს თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს

5-12-2025

შეერთებულ შტატებს სურს, რომ ევროპამ ნატოს ტრადიციული თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი, დაზვერვიდან დაწყებული რაკეტებით დამთავრებული, 2027 წლისთვის საკუთარ თავზე აიღოს, - წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.


გამოცემის ცნობით, ეს გზავნილი ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ნატოს პოლიტიკის ზედამხედველობაზე პენტაგონში მუშაობენ, ვაშინგტონში რამდენიმე ევროპულ დელეგაციას გადასცეს. წყაროები ამბობენ, რომ ევროპელების ნაწილმა დათქმული ვადა არარეალურად მიიჩნია.


„ამ ტვირთის აშშ-დან ნატოს ევროპელ წევრებზე გადატანა რადიკალურად შეცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, როგორც ომისშემდგომი ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თავის უმნიშვნელოვანეს სამხედრო პარტნიორებთან“, - წერს Reuters-ი.


შეხვედრაზე, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი იმ პროგრესით, რომელსაც ევროპამ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2022 წლის შემდეგ მიაღწია. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ თუ ევროპა ვერ დააკმაყოფილებს დაწესებულ დედლაინს, აშშ-მა შესაძლოა შეწყვიტოს მონაწილეობა ნატოს თავდაცვის საკოორდინაციო მექანიზმების ნაწილში.