გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

6-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი  გივი მიქანაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-საჯარო სკოლას ესტუმრა.

  

მინისტრებმა დაათვალიერეს  განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც სკოლაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

  

სკოლაში სტუმრობისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის   ზოგადი განათლების სისტემის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

  

აღნიშნულ სკოლაში, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.