გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზვიად გაბისონიამ ADB-ის მე-11 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

6-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, განათლებისა და უნარების მე-11 საერთაშორისო  ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 3-5 დეკემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

 

მინისტრის მოადგილემ, როგორც გახსნით სესიებზე, ასევე თემატურ დისკუსიებში, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები წარადგინა. მისი გამოსვლის ძირითადი თემები მოიცავდა შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, განათლების სისტემის გაციფრულებას და განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროცესების ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

   

ADB-ის საერთაშორისო განათლებისა და უნარების ფორუმი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მინისტრის მოადგილესთან ერთად, ქართული დელეგაციდან ფორუმში „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

  

ფორუმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა განათლებისა და უნარების განვითარების სფეროში ერთმანეთს გამოცდილებებს, გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებს. წელს ფორუმის მთავარი თემა იყო „ახალი ხედვით ადამიანური კაპიტალის გაძლიერება“ და განსაკუთრებულ ყურადღება ინოვაციურ მიდგომებს, ტექნოლოგიურ გარდაქმნებს, განათლების ინკლუზიურობას და სისტემური რეფორმების მნიშვნელობას დაეთმო.