გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სუსი: გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის მიზანმიმართული დეზ

6-12-2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.


ამასთან, მაღრაძე განმარტავს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.


„გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. „ბიბისის“ ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.