გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება

6-12-2025

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, რაზეც დღესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტენდენციები არის უმძიმესი და ეს ეხება როგორც პოლიტიკური კუთხით ვითარების ცვლილებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.


„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბიბისის" საკითხიც ამის დასტურია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით არის რთული მდგომარეობა ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპას აქვს ძალიან ცუდი ტენდენციები. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატული ამ დოკუმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შეჩერდეს და შეიცვალოს დადებითი მიმართულებით, თუმცა იმდენად აქვს დაკარგული ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს სუვერენიტეტი, რომ ძალიან რთული იქნება ამ ვითარების შემოტრიალება, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ მაინც ამის იმედი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.