გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პრემიერი: ყველა პრიორიტეტი სათანადოდაა ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდა

6-12-2025

ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ბიუჯეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ბიუჯეტის ხარჯების მესამედზე მეტი არის სოციალური თავისი შინაარსით, ეს არის - ჯანდაცვის მიმართულება და სოციალური მიმართულება.


„ასევე, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. 8 მლრდ-ზე მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების სახით ჩვენს ქვეყანაში. ასევე იცით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი ხარჯებიც არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, ჩვენს ბიუჯეტში. ეს უკავშირდება განათლების რეფორმას და სხვა მიმართულებებს.


ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ჩვენს ბიუჯეტში. სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ყოველწლიურად ბიუჯეტი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდაც იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამართულად მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველა პრიორიტეტი არის სათანადოდ ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში,"- აღნიშნა პრემიერმა.