გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: თავის დროზე „ბიბისი" მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, „დიფ სთეითს" საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის დაღმასვლაში

6-12-2025

თავის დროზე „ბიბისი" მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნილია ევროპულ მედიაში, კონკრეტულად „ბიბისიში".


„რაც შეეხება ე.წ დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში და აქაც აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.