გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პრემიერი: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს

6-12-2025

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის" გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას გუნდის მიერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაინიცირების გეგმას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით ეს გამოძიება არის საიდუმლო, საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს მათ როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით.


„მათ შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს. რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის" გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი.


ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, დაინტერესდეს ამ გამოძიებით, როგორც დოკუმენტაციის ნაწილში, ისე ნივთიერებების ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით არის საიდუმლო ეს გამოძიება, ასეთ საერთაშორისო სუბიექტებს შეგვიძლია, გავუზიაროთ შესაბამისი როგორც დოკუმენტაცია, ასევე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე. რაც შეეხება გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მათ შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს,"- განაცხადა პრემიერმა.