გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს

8-12-2025

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. დაბა ბაკურიანში, სახელმწიფი ტყეში აღმოჩენილია ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.


კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.


„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის  პრევენციისა და აღკვეთის  მიზნით,  პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე ტარდება შესაბამისი სანქციები”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.