გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

8-12-2025

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის  რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.  კვლევა ევროკავშირის  წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.


ანგარიშში, სხვადასხვა თემებთან ერთად, გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება

საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით, საქართველო რისკ-ფაქტორის  მიხედვით  ჩამორჩება  მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს,  უნგრეთს და ა.შ.  ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღიქმული იმ მოცემულობისა,  რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი  მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89).


ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.


ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.


საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაურესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.


 მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89).

 

შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგძლივი 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ.


აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა. 


ევროპის ქვეყნებში კორუფციის  რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში, ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის  ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.   

https://corruptiondata.eu/a-report-on-causes-and-trends-of-corruption-risk-in-europe-41/