გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

8-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ი.-მ, 2006 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ და 1986 წელს დაბადებულმა ს.კ.-მ, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.