გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

8-12-2025

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 მარტს, მესტიის რაიონში, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.


ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის „პ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.