გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

8-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის,  ლაგოდეხის, გურჯაანის,  თიანეთის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.


ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 20 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა და 56 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.