გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

9-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.