გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტრამპი: დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, ისინი ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებენ

9-12-2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს.


მისი თქმით, უკრაინა ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებს, რაც დემოკრატიას აღარ ჰგავს.


„ვფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელოვანი დროა არჩევნების ჩასატარებლად. ისინი ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებენ. ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს. მათ დიდი ხანია არ ჰქონიათ არჩევნები. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ რაღაც მომენტში ეს უკვე დემოკრატიას აღარ ჰგავს“, - თქვა ტრამპმა.