გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

9-12-2025

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა ოლღა მერებაშვილმა და პაატა ცეცხლაძემ, კოორდინატორმა მაია უსტალიშვილმა სტუდენტებს და ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ისაუბრეს.


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.