გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

10-12-2025

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტირიაზე აღმოჩენილია ჯამში 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის  სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.


დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.


ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.