გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

10-12-2025

 „UNESCO-ს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომელიც გაჯერებულია ღირებული კულტურული მემკვიდრეობებით. ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს  ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით. ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა და დღეს უკვე აღიარებული ქართული ხორბალი და  მასთან დაკავშირებული ტრადიციები.


ქართული ხორბალი, ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. მისი ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის და არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს UNESCO-მაც დაადასტურა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.