გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2026 წელს იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასები

10-12-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზარდა, თითქმის, 90 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს.


ზოგადი განათლების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყო 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა;


პროფესიული განათლების ნაწილში, დამატებით გამოიყო 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 10 მილიონი ლარი, შესაბამისად პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 229 მილიონ ლარს აჭარბებს;


ინკლუზიური განათლების დაფინანსება, გაზრდილია 8 მილიონ 500 ათასი ლარით და 101 მილიონ ლარს აჭარბებს;


ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია, თითქმის, 6 მილიონი ლარით და 21 მილიონ 500 ათას ლარს აჭარბებს;


ინფრასტრუქტურის ნაწილში, დამატებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი უმაღლეს სასწავლებლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ხოლო 18 მილიონი გამოიყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისთვის.