გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ

11-12-2025

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა.


8 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს, სპა და გამაჯანსაღებელ მიმართულებას, კულინარიასა და ღვინოს გაეცნო. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვერას 30 ქართული კომპანია დაესწრო. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას, გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანას, ერთობლივი ტურების ორგანიზებასა და  ტურისტული პაკეტების მომზადებას.


გაცნობითი ტურის ფარგლებში, გერმანელმა ტუროპერატორებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, ეწვივნენ გუდაურს, გაეცნენ ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს.


უცხოელი სტუმრები გაემგზავრნენ კახეთში, დაათვალიერეს თელავი, ალავერდი, წინანდალი, სიღნაღი, მოინახულეს რეგიონის სასტუმროებიდა  ღვინის მარნები. 


ტურის მონაწილეები ქვემო ქართლში ასურეთს ესტუმრნენ,  დაათვალიერეს გერმანული დასახლება, ესტუმრნენ ღვინის მარნებს.