გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი: მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები, მყავს ტრანსი ნათლული - არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტი ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობა მიუღია

11-12-2025

ჩვენ ტრანსგენდერი სპორტსმენების თემას არ შევხებივართ. ეს არის საკითხი, რომლის მოსმენაც არავის სურს, რადგან მსმენელთა 80 პროცენტი არ ეთანხმება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩემი გულიდან მოდის და არა მხოლოდ გონებიდან, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა "ნიუ იორკ თაიმსის" პოდკასტში, "ეზრა კლაინის შოუ" განაცხადა.


ნიუსომის თქმით, მას სურს, ტრანსგენდერი ბავშვები იხილოს.


როგორც მან აღნიშნა, ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო ყველაზე მეტი კანონი აქვს მიღებული და ამ ჯგუფის ძლიერი დამცველია.


"მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები. მყავს ტრანსგენდერი ნათლული. არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტ ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი და არავინ ყოფილა ამ ჯგუფის უფრო ძლიერი დამცველი. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეალობა, ვისაც უფლებები ჩამოერთმევათ, როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებებს სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის თვალსაზრისით." - განაცხადა გევინ ნიუსომმა, რომელიც აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.