გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში დამშრობი არხი გაიწმინდა

11-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში  დამშრობი არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. დანალექი გრუნტისგან  დამშრობი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 ჰექტარი მიწის ფართობი გრუნტის წყლებისგან გათავისუფლდა, ხოლო 45 ჰექტარ ტბორზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის მიწოდება.


აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას.


კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.