გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გამსახურდია კალიფორნიის გუბერნატორზე: ასეთი ბოროტი ავადმყოფების დასამარების ეპოქა დაიწყო და მალე წარმატებით დამთავრდება

11-12-2025

გიორგი გამსახურდია, კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებას, სადაც ის ტრანსგენდერი ბავშვების ხილვის სურვილზე და ამ ჯგუფის მხარდაჭერაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში აფასებს.


გამსახურდია მიიჩნევს, რომ ტრამპის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იქნება, ხოლო, ნიუსომის მსგავსი „ბოროტი ავადმყოფების დასამარების“ ეპოქა, მალე წარმატებით დასრულდება.


„წარმოგიდგენიათ, აი ამისთანა არსებებს რომ მოეგოთ არჩევნები ამერიკაში? რას დაატრიალებდნენ ეს გარეწრები დაახლოებით ხვდებით. აქვე დავწერ, პატრიოტი და უმაგრესი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იქნება თავისი ვადა და მერე 2 ვადა იქნება მისი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი. ამისთანა ბოროტი ავადმყოფების დასამარების ეპოქა დაიწყო და დამთავრდება მალე წარმატებით“, - წერს გიორგი გამსახურდია.