გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

11-12-2025

საქართველოს პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 დეკემბერს ქ. წალენჯიხაში ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანას, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითს, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.


ავტომობილის მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და შემთხვევის ადგილი დატოვა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.