გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

12-12-2025

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სოფელ ღულელებში, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.


მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.