გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: 20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

12-12-2025

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, გავნაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ.


„რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვისნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.