გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

13-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მინისტრმა პედაგოგებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილა.

 

თავის მხრივ, მასწავლებლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

 

პედაგოგებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.