გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15-12-2025

2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


მათივე ცნობით, წლის დასაწყისიდან 11 თვეში გადმორიცხულია 3,308.5 მლნ აშშ დოლარი.


სების მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 135.8 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 14.2%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.


ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ნოემბერში აშშ-დან 15.5%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 57.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მლნ აშშ დოლარი (99.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ნოემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3% მეტია.