გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება

16-12-2025

საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.


კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.


ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.


ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.