გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ

17-12-2025

ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული.


„მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ", - განაცხადა პრემიერმა.