გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს

17-12-2025

ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერება, რაც მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმისთვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები მომავალში სხვა სამართალდარღვევებს, კანონმდებლობა გამკაცრდა.


„არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ვადის ნახევრის ამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ჩვენი 30 ათასზე მეტი თანამოქალაქე ისარგებლებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.