გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

17-12-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმის სკოლა-ლიცეუმის მასტერკლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


პროკურორებმა შეხვედრაზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.


შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ასევე, პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.