გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის

17-12-2025

ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.


„ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში. საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის ამ თვალსაზრისით ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში, დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.