გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის

17-12-2025

ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა თითოეულ თანამოქალაქეს მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილების მართვის საკითხს.


„ზუსტად, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა ეს აქტი. მადლობა მინდა, გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა. აქვე მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ,"- განაცხადა პრემიერმა.