გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

18-12-2025

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორმა ვასილ ოსიძემ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


პროკურორმა მოზარდებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროკურორმა მათთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.