გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას აფრიკის ქვეყნების დელეგაცია ეწვია

18-12-2025

აფრიკის ქვეყნების დელეგაციის წევრებს ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა და მათ ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე კვლევითი პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს აგროსექტორის განვითარების პროცესში მეცნიერების როლზე, ადგილობრივი გენეტიკური რესურსების დაცვასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე.


სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიისა და ქართული მეღვინეობის უნიკალური მემკვიდრეობის შესახებ. პრეზენტაციას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნიკოლოზ კირვალიძე უძღვებოდა.


ვიზიტის დასასრულს გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია, რომლის ფარგლებშიც დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართული ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებას, მათ სპეციფიკურ თვისებებსა და ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.


აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვიზიტით მყოფი აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები თბილისში 8–18 დეკემბრის პერიოდში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა სფეროსა და ინსტიტუციის საქმიანობას ეცნობოდნენ.