გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბორის ჯონსონი: არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო

18-12-2025

„2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.


მისი განმარტებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები ვეტოს დაადებდნენ.


„ნებისმიერ ასეთ წინადადებას [უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე] დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს იქნებოდა ერთსულოვანი, სრული უარყოფა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა ნორვეგიაში, ჰოლბერგის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.