გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბრიუსელის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აპროტესტებდნენ

18-12-2025

ფერმერებმა ბრიუსელში გზები გადაკეტეს ევროკავშირსა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად.


„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებმაც გზები ტრაქტორებით გადაკეტეს და კარტოფილსა და კვერცხებს ისროდნენ, როდესაც ევროპელი ლიდერები სამხრეთ ამერიკასთან სადავო სავაჭრო შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ.


ევროკავშირსა და მერკოსურის შეთანხმების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები იმ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები სავაჭრო შეთანხმების შესწორების ან გადადების საკითხებს განიხილავდნენ, ამის პარალელურად კი ორმაგი მიტინგი ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში გაიმართა.